სახელინოდარ
გვარიდუმბაძე
მამის სახელივლადიმერის ძე
სამსახურიკოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწისქვეშეთი
პასპორტიუსაბუთო
სისხლის ჯგუფიუსისხლო
რეზუს-ფაქტორიურეზუსო
დარეკეთმხოლოდ ეკლესიის ზარით

ავტობიოგრაფია

     დავიბადე 1928 წლის 14 ივლისს. ქ.თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.
     1945 წელს დავამთავრე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა.
     იმავე წელს შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის ოკონომიკის სპეციალობაზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1950-იდან 1957 წლამდე ვმუშაობდი ეკონომიკური ფაკულტეტის სახალხო მეორნეობის დაგეგმვის კათედრის ასისტენტად.
     1957 წელს მუშაობა დავიწყე ჟურნალ "ცისკრის" ლიტერატურულ მუშაკად. იმავე წლის ნოემბერში გადავედი ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილის თანამდებობაზე.
     1963 წლიდან 1965 წლის იანვრამდე ვიყავი კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო-სარეპერტუარო კოლეგის წევრი. შემდეგ დავინიშნე საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს სალიტერატურო-სარეპერტუარო კოლეგიის მთავარ რედაქტორად.
     1965 წლის თებერვლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სატირისა და იუმორის ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.
     ვარ სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრემიდიუსის წევრი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის პრემიდიუმის წევრი, სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატი.
     1964 წელს შევედი სკკპ რიგებში.
     ინივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრი ვიყავი მისი დაარსებიდან დღემდე. ჩემი ლექსები იბეჭდებოდა "პირველი სხივის" ნომრებში. ამ ??????? მე5-6 ტომში დაიბეჭდა იაპონური პოეზიის ჩემეული თარგმანები.
     1959 წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" გამოსცა ჩემი ლექსების კრებული "დაილოცოს!", მალე გამომცემლობა "ნაკადულში" გამოვიდა ჩემი საბავშვო ლექსების წიგნი"გკოცნი შენი მანანა".
     სერიით "ნიანგის ბიბლიოთეკა" გამოქვეყნებული მაქვს სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა ხუთი კრებული.
     1959 წელს ჟურნალ "ცისკარში" დავბეჭდე პირველი ნაწილი რომანისა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". იმავე წელს გამომცემლობა "ხელოვნებამ" გამოაქვეყნა ჩემი მოთხრობების კრებული "სოფლელი ბიჭი", რომელშიც შევიდა აღნიშნული რომანიც.
     "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ცალკე წიგნად 1960 წელს გამოსცა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ". იგი თარგმნილია საბჭოთა კავშირის ხალხთა და უცხო ენებზე.
     პიესად გადაკეთებული " მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" 1960 წელს დაიდგა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ხოლო მომდევნო წელს კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი.
     "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაიდგა ლენინგრადის გორკის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამის თეატრში სსრკ სახალხო არტისტის გიორგი ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით, აგრეთვე ფინეთის ქალაქ ტურკუში. ლენინგრადელებმა თავიანთი საგასტროლო მოგზაურობების დროს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დააცვნეს ლონდონელებსა და ბუდაპეშტელებს "ბებიას" სახელწოდებით.
     1963 წელს გამომცემლობა "ნაკადულმა" გამოსცა ჩემი რომანი " მე ვხედავ მზეს". ერთი წლის შემდეგ ეს ნაწარმოებები დადგეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურმა, მოსკოვის სამხატვრო და ლენინგრადის კომისარჟევსკის სახელობის თეატრებმა.
     1965 წელს "მე ვხედავ მზეს" გადაიღო კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა". "მე ვხედავ მზეს" ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის იაპონურად, ინგლისურად, თურქულად.
     1966 წელს რომანებისათვის_ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მე ვხედავ მზეს" მომენიჭა ლენინური კომკავშირის სახელობის საკავშირო პრემია.
     1967 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა და ცალკე წიგნად გამოვიდა ჩემი რომანი "მზიანი ღამე", რომელიც იმავე წელს დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. "მზიანი ღამე" ითარგმნა ინგლისურ ენაზე. იგი ცალკე წიგნად გამოსცა აშშ-ის გამომცემლობა "ვაშინგტონ სკვერმა".
     დაჯილდოებული ვარ "საპატიო ნიშნის" ორდენითა და სამკერდე ნიშნებით_ "მილიციის წარჩინებული" და "წარჩინებული მესაზღვრე".
     ამჟამად ვწერ რომანს საბჭოთა მესაზღვრეებზე.
ნოდარ ვლადიმირის ძე დუმბაძე

1969წ. 15 აპრილი


     ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა თბილისში ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში. 9 წლისამ 30-იანი წლების რეპრესიების გამო დაკარგა მშობლები. მამა ვლადიმერ (აკაკი) დუმბაძე 1937 წელს დახვრიტეს, დედა ანა ბახტაძე გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ჯერ ხონში წაიყვანეს ბებია ივლიანე ფარცხალაძესთან, შემდეგ სოხუმში დეიდებმა თამარ ბახტაძე - სიხარულიძემ და ნინო ბახტაძე- ღვინჯილიამ, შემდეგ კი ბებია - ოლღა ხინთიბიძე და ბაბუა - ქიშვარდი დუმბაძე ზრდიდნენ მშობლიურ სოფელ ხიდისთავში. ჩოხატაურის საშუალო სკოლა1945 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტზე.1950 წელს დაქორწინდა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტ ნანული გუგუნავა-დუმბაძეზე. სწავლის დამთავრების შემდეგ 1957 წლამდე მუშაობდა იმავეკათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ ჟურნალ `ნიანგში~ შტატგარეშე თანამშრომლად, შემდეგ კინოსტუდია `ქართულ ფილმში~, ჟურნალ `ცისკარში~, 1963 წლიდან ბრუნდება ჟურნალ `ნიანგში~ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1964 წლიდან ჟურნალ "ნაინგის" რედაქტორია, 1971 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1980 წლიდან გარდაცვალ ებამდე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი. იყო საქართველოს და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა 1984 წლის 14 სექტემბერს. დაკრძალულია მისი ინიციატივით დაარსებულ ბავშვთა ქალაქ "მზიურში".

ნოდარ დუმბაძეს მინიჭებული აქვს - შოთა რუსთაველის (1975წ), საკავშირო კომკავშირის (1966წ), ლენინური(1980წ) პრემიები.

ნოდარ დუმბაძეს ჰყავს მეუღლე, სამი შვილი, სამი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი
მეუღლე – ნანული გუგუნავა-დუმბაძე
ქალიშვილი მანანა დუმბაძე
ვაჟი - ზაზა დუმბაძე (გარდაცვლილი)
ქალიშვილი - ქეთევან დუმბაძე
შვილიშვილები – ნოდარ თოფურიძე, ლევან მაჭარაშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი.
შვილთაშვილები – ჯემალ-ლუკა თოფურიძე, ანდრია თოფურიძე, ლიზა მაჭარაშვილი, ქეთევან მაჭარაშვილი.